„ლეკური“

„ლეკური“, ცეკვა ქართულის ადრინდელი სახელწოდება. ს.-ს. ორბელიანის ლექსიკონში ლ. არაა ცეკვის აღმნიშვნელი ტერმინი და იგი უვადო ხმალს ეწოდება. XIX ს-ში კავკასიასა და საქართველოში რუს. გაბატონების შემდეგ დამკვიდრდა ტერმინი ლ. და იგი ყველა კავკასიურ ცეკვას აღნიშნავდა („ლეკური“ – „ლეზგინკა“). ამ დროიდან კავკასიელი ხალხების ცეკვებს იხსენიებდნენ, როგორც „ოსური ლეკური“, „ჩეჩნური ლეკური“, „ქართული ლეკური“ და ა. შ. დროთა განმავლობაში „ქართულ ლეკურს“ სიტყვა „ქართული“ ჩამოშორდა და მხოლოდ „ლეკური“ დარჩა. ამჟამად აღდგენილია ცეკვის თავდაპირველი სახელწოდება და მას „ქართული“ ეწოდება. მუსიკ. ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის (ლეკური) კლასიკური სახე გვხვდება ზ. ფალიაშვილის ოპერებში „აბესალომ და ეთერი“ და „დაისი“. იხ. აგრეთვე სტ. ქართული.

ლიტ.: გვარამაძე ლ., ქართული საცეკვაო ფოლკლორი, თბ., 1997; თათარაძე ა., ქართული ცეკვების განმარტებანი, თბ., 1986.