ლელაძე გიორგი დავითის ძე

ლელაძე გიორგი დავითის ძე (16. XI. 1919 სოფ. პატრიკეთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, – 15. X. 1993, მოსკოვი), საბჭოთა კავშირის გმირი (10. IV. 1945), კაპიტანი. 1939 ჩაირიცხა მოსკ. საარქიტექტურო ინ-ტში. 1942 დაამთავრა ვლადიმირის სამხ. ქვეითი სასწავლებელი. II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ბრძოლაში კურსკის შვერილზე, ბრიანსკის, ცენტრ. და ბელარ. ფრონტების ოპერაციებში, პოლონეთის გათავისუფლებაში. 1944 წ. 5–6 სექტემბერს, ღამით, მდ. ნარვის დას. სანაპიროზე პირველმა გადაიყვანა თავისი ათასეული და დაიკავა პლაცდარმი, რისთვისაც მიენიჭა სსრკ გმირის წოდება. ომის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო მოსკოვის საარქიტექტურო ინ-ტში და საცხოვრებლად იქვე დარჩა. დაჯილდოებულია ლენინის ორი ორდენით და სხვ. სახელმწ. ჯილდოებით.

ლიტ.: Герои Советского Союза, т. 1., М., 1987.

ტ. ჩინჩილაკაშვილი