ლელიანი

ლელიანი, სოფელი კახეთის რეგიონის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ვაკეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., ბალთა, ბებურიანი, მეორე ლელიანი, მირსკისეული, ნამესრალი, ქალქვა). ზ.დ. 260 მ, ლაგოდეხიდან 32 კმ. 578 მცხ. (2014).

სოფელში მდებარეობს XI–XII სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი (იხ. ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია).