ლელიანის განძი, ვერცხლის მონეტების (163 არაბული, 8 სასანური) განძი. ნაპოვნია 1924 სოფ. ლელიანში (ახლანდ. ლაგოდეხის მუნიციპ.). განძის შედგენილობა ასეთია: ა) სასანური, ხოსრო II (590–628) – 2 ც.; ბ) არაბულ-სასანური, აბდულ-ლაჰ იბნ ზობეირ (680–692) – 1 ც.; გ) ტაბარისტანის აბასიანი მმართველები: ჰურშიდ II, ტაბარისტანის ისპეჰბედი, 108 წ. ტაბარისტანის ერით – 1 ც., ომარ იბნ ალ ალა, ტაბარისტანის აბასიანი მმართველი – 128 წ. ტაბარისტანის ერით – 4 ც., ანონომი ტაბარისტანის მმართველი – 130 წ. ტაბარისტანის ერით – 1ც., დ) ომაიანური მონეტები მოჭრილი ხალიფების აბდ ალ-მალიქის (685–705), ვალიდ I (705–715), ჰიშამის (724–743) და მარვან II-ის (744–750) სახელით, შემდეგ ზარაფხანებში: ვასიტი, დამასკო, თაიმერე 710–745; ე) აბასური მონეტები მოჭრილი ხალიფების: ას-საფაჰის (749–754), მანსურის (754–775), მაჰდის (775– 785), ჰადის (785–786), რაშიდის (786–809) და მამუნის (813–817) სახელით შემდეგ ზარაფხანებში: ბასრა, ქუფა, ჯონდი-საბური, აბასია, მუჰამადია, ბაღდადი, რეი, ჯეი, იფრიკია, არმინია, ზარანჯი, მუბარაქი, მარვი, ბალხი, ბუხარა, სამარყანდი, მაადინ ბაჯუნაისი, ისპაჰანი, არანი 750–829.
განძი სავარაუდოდ ჩამარხულია IX ს. II ნახ-ში.
ლიტ.: დუნდუა გ., ჯალაღანია ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009; ფულის მიმოქცევის ისტორიისთვის შუა საუკუნეების საქართველოში, თბ., 2005; ჯალაღანია ი., ქუფური მონეტების ტიპოგრაფია საქართველოში, თბ., 1972; Джалаганиа И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв. Тб., 1979; Пахомов Е. А., Клады Азербайджана и других республик, краев и областей Кавказа, в. 2, №395, Баку, 1938.