„ლელო“

„ლელო“, სპორტული გაზეთი. საქ. სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტის და პროფსაბჭოს ორგანო. პირველი ნომერი 1934 წ. 13 აპრილს გამოვიდა თბილისში „საქართველოს ფიზკულტურელის“ სახელწოდებით. 1936-იდან გაზეთს ეწოდა „ფიზკულტურელი“, რ-ის ბოლო ნომერი 1939 წ. 28 თებერვალს დაიბეჭდა. „ლ“-მდე სულ 362 ნომერი გამოვიდა. 1949 წ. 10 ივლისს დაისტამბა „ლ-ს“ პირველი ნომერი. თავდაპირველად გამოდიოდა კვირაში 3-ჯერ, XX ს. 60-იანი წლებიდან გამოიცემოდა ყოველდღიურად (კვირა დღის გარდა). სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ: მ. კაკაბაძე, ი. უგულავა, ა. გოგელია, ა. ბასილაია და სხვები. 1985–2018 „ლ-ს“ რედაქტორი იყო თ. გაჩეჩილაძე (2015-იდან საპატიო რედაქტორი). 2008-იდან გაზეთი „ლ“. „პალიტრა მედიის“ შემადგენლობაში შედის. გამოდის კვირაში ორჯერ – ორშაბათს და ხუთშაბათს. 2018-იდან მთავარი რედაქტორია პ. გელაშვილი.