ლემეშევი სერგეი იაკობის ძე

ლემეშევი სერგეი იაკობის ძე [27. VI(10. VII), 1902, სტაროე კნიაზევო, – 26. VI. 1977, მოსკოვი], რუსი საოპერო მომღერალი (ტენორი), პედაგოგი. სსრკ სახ. არტისტი (1950), სტალინური პრემიის ლაურეატი (1941). 1925 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. რაისკის ვოკალური კლასი). 1924–26 მუშაობდა მოსკ. საოპერო სტუდიაში (ხელმძღვ. ლ. სტანისლავსკი). 1926–28 იყო სვერდლოვსკის საოპერო თეატრის სოლისტი. 1929–31 იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი. აქ წარმატებით შეასრულა მნიშვნელოვანი საოპერო პარტიები: პინკერტონი, რუდოლფი (ჯ. პუჩინის „ჩიო-ჩიო სანი“, „ბოჰემა“), ჯერალდო (ლ. დელიბის „ლაკმე“), ჰერცოგი, ალფრედი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“). შეასრულა ასევე სინოდალის როლი ფილმ-ოპერა „დემონში“ (1960) და ვ. დუბროვსკის როლი ფილმ-სპექტაკლში „დუბროვსკი“ (1961, ორივე რეჟ. ვ. გოლოვინი) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: Грошева Е., С. Я. Лемешев М., 1960; Л ь в о в М., С. Я. Лемешев, М.-Л., 1947; მისივე, Русские певцы, М., 1965.