ლენტეხი, დაბა (1969-იდან), ტერიტორიული ორგანო (2006-იდან), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტის ადმ. ცენტრი (სოფლები: ბაბილი, გულიდა, კახურა, ლასკადურა, ლექსურა, მაცხვარლამეზური, მელურა, ყარიში). 1929-იდან ლ. იყო ქვემო სვანეთის, 1953-იდან – ლენტეხის რაიონული ცენტრი.
ლ. მდებარეობს სვანეთის ქედის სამხრ. კალთის ძირში, მდ. ცხენისწყლის ნაპირზე. ზ.დ 760 მ, თბილისიდან 323 კმ, ქუთაისიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 102 კმ.
ლ-ში ნოტიო ჰავაა, იცის ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხული. საშ. წლიური ტემპ-რა 9,4 ºC, იანვ. –1,8 ºC, ივლ. – 20 ºC, აბსოლ. მინ. – 26 ºC, აბს. მაქს.
39 ºC, ნალექები 1240 მმ წელიწადში.
დაბაში არის ადმინისტრაციის, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის დაწესებულებები, აგრეთვე მცირე საწარმოები.