ლენტეხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ლ. მუსელიანის სახელობისა, დაარსდა 2007 ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფ. ბაბილში, როგორც ა(ა)იპ ლენტეხის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი.
მუზეუმი ქვემო სვანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული კერაა. აქ დაცულია ბრინჯაოს ხანის არქეოლ. მასალა; XI–XII სს. საეკლ. ნივთები; XVII–XVIII სს. ხელნაწერი ლოცვები; ქვემო სვანეთის ეთნოგრ. ყოფის ამსახველი კოლექცია, რ-იც ექსპონირებულია მუზეუმის კუთვნილ მაჩუბში – სვანური ტიპის საცხოვრებელ სახლში. მუზეუმი ძირითადად სკოლის ბაზაზეა შექმნილი და ექსპონატების უმეტესობა ოჯახებიდან შეგროვებული ნივთებია.
ლ. მ. მ-ის ფართობია 318 მ 2, აქედან მუდმივი ექსპოზიცია განთავსებულია 192 მ 2-ზე. მუზეუმში ეწყობა ლენტეხელ მხატვართა, აგრეთვე სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენები „ლენტეხობის“ დღესასწაულზე; ხორციელდება სხვადასხვა საგანმან. პროგრამა: „ახალი ტრადიციები სვანეთში“, „სვანური სამზარეულო“, „სვანეთში დაცული საიდუმლო“, ინტელექტუალური თამაშები – „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ და სხვ.
მუზეუმმა გამოსცა ბუკლეტი სვანეთის ისტ.-კულტ. მემკვიდრეობის შესახებ.