ევგლენა

ევგლენა (Euglena), ევგლენოვან წყალმცენარეთა გვარი, მეტაბოლური, ერთშოლტიანი ორგანიზმები. მათი უჯრედები ელიფსური, კვერცხისებრი, ცილინდრული, თითისტარისებრი და სხვა ფორმისაა. ხარობს პატარა მტკნარ წყალსატევებში, ჰუმუსიან და მომლაშო ტბებსა და მდინარეებში, ჭაობებში, ნესტიან გრუნტზე. E. sanguinea და E. viridis ვირიდის მასობრივი გამრავლებისას იწვევს „წყლის აყვავებას" (წყლის ზედაპირის წითლად და მწვანედ შეფერვას). საქართველოში ცნობილია ე-ს 39 სახეობა და სახესხვაობა. უფრო გავრცელებულია E. acus, E. proxima, E. spirogyra, მწვანე ე. E. viridis.

ქ. ყანჩაველი