ლეონ I

ლეონ I, აფხაზეთის მემკვიდრეობითი ერისთავი დაახლ. 720/30– 740, ბიზანტიის იმპერატორის ვასალი. მის დროს საქართველოს შემოესია არაბთა სარდალი მურვან ყრუ, რ-მაც მოაოხრა ცხუმი და აფხ. სხვა ადგილები. ჯუანშერის ცნობით, ლ. I-მა და ქართლის ერისმთავარმა არჩილმა მშვიდობისა და მეგობრობის კავშირი შეკრეს, რ-იც განამტკიცა ლ. I-ის მიერ არჩილის ძმის (მირის) ასულის (გურანდუხტი) შერთვამ.

წყარო: ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 2, თბ., 1983; Анчабадзе З. В., Из истории средневековой Абхазии (VI–XVII вв.), Сух., 1959.

ვ. გუჩუა