ლეონ III

ლეონ III, „აფხაზთა სამეფოს“ (დას. საქართველოს) მეფე დაახლ. 957–967, გიორგი II-ის ძე. გამეფებამდე დანიშნული იყო ქართლის ერისთავად. მამასთან ერთად იბრძოდა კახეთის შემოსაერთებლად. კახეთში ერთ-ერთი ლაშქრობის დროს გიორგი II-ის გარდაცვალების გამო იძულებული გახდა დაზავებოდა კახეთის მეფე კვირიკე II-ს, რ-მაც თავი ლ. III-ის ვასალად ცნო. ლ. III-მ რამდენიმე ხნის შემდეგ განაახლა ბრძოლა კახეთის სამეფოს დასაპყრობად, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. მის დროს აშენდა მოქვის ეკლესია, რ-იც ლ. III-მ საკათედრო ტაძრად აქცია. ლ. III მოხსენიებულია კუმურდოს ტაძრის (ჯავახეთი) წარწერაში (964).

წყარო და ლიტ. იხ. სტ-ებთან ლეონ I და ლეონ II.

ვ. გუჩუა