გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი

გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმი, დაარსდა 1968, მდებარეობს საგარეჯოს მუნიციპ. სოფ. პატარძეულში, ლ-ის მამის, ნიკოლოზის მიერ აშენებულ სახლში (XIX ს. 60-იანი წლები). შენობა ამ პერიოდის აღმ. საქართველოს სოფლებისთვის დამახასიათებელი სახლის ნიმუშს წარმოადგენს, მას თითქმის სრულად აქვს შერჩენილი თავდაპირველი სახე და ეთნოგრ. ძეგლის ნიშნის მატარებელია. საგვარეულო ეზო ხის ღობითაა შემოფარგლული, ჭიშკარიც ხისაა. მუზეუმში დაცულია საგვარეულო ავეჯი, დიდი საოჯახო, აგრეთვე გოგლას საწოლი ტახტი, მისი კოსტიუმი და პირადი ნივთები; აქვე ინახება ლ. გუდიაშვილის მიერ შესრულებული გოგლას ორი პორტრეტი.