ლეჟავა ალექსანდრე სამსონის ძე [24. VIII(6. IX). 1903, დ. ხონი, – 23. VIII.1966, თბილისი], ჰისტოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1950), პროფესორი (1951). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962). 1937-იდან ხელმძღვანელობდა თსუ-ის ბიოლ. ფაკ-ტის ჰისტოლოგიის კათედრას, ასევე ლაბორატორიებს საქ. სსრ მეცნ. აკად. ფიზიოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში, ექსპერ. მორფოლ. და საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტებში.
ლ-ს აქვს გამოკვლევები ზოგადი და ევოლ. ჰისტოლ. დარგში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ნაშრომები, რ-იც ეხება გარდამავალ ეპითელიუმს. ლ-ს ეკუთვნის ორიგინ. სახელმძღვანელოები უმაღლესი სასწავლებლებისთვის. იყო ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე (1959).