ლეჟავა გელა გიორგის ძე

ლეჟავა გელა გიორგის ძე (დ. 1. IX. 1936, ბათუმი), ნარკოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (2000), საქართვ. სამედ.- ბიოლ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1994).

1960 დაამთავრა თსსი. 1960–73 იყო კლინიკური და ექსპერ. ნევროლოგიის სამეც.-კვლ. ინ-ტის თავდაპირველად უმცროსი, შემდეგ კი უფრ. მეცნიერი თანამშრომელი; 1973–78 მუშაობდა საქართვ. კომპარტიის ცკ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1978–86 იყო საქართვ. ჯანდაცვის მინისტრი; 1986–93 – იყო მ. ასათიანის სახ. ფსიქიატრიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის ნარკოლოგიის სამედ.-ბიოლ. პრობლემათა განყ-ბის გამგე; 1993–2001 – ნარკოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი; 2001–08 – ამავე ინ-ტის სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე; 2008–11 – დაავადებათა კონტროლისა და საზ. ჯანდაცვის ეროვნ. ცენტრის ინფორმაციის და ნარკოლოგიური პროგრამების კოორდინატორი. 2012-იდან მუშაობს შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში.

ლ. არის სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიებეის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: საზოგადოებრივი ჯანდაცვა საბჭოთა საქართველოში, თბ., 1984; ნარკოლოგია, თბ., 2001; ნარკომანია. ფენომენის ანალიზი, თბ., 2003; Электрофизиологическое исследование механизмов привыкания зрительной системы, Тб., 1968.