ლეჟავა გენრიეტა (ჰენრიეტა) ვიტოლის ასული (26. II. 1918, ქ. ჭიათურა, – 6. VIII. 1977, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართვ. დამს. არტისტი (1961). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1941). 1944-იდან დაიწყო მუშაობა თბილ. სანკულტურის თეატრში; 1953-იდან გარდაცვალებამდე იყო კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობი. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: დარეჯანი (ი. ჭავჭავაძის „კაცია ადამიანი?!“), ევა (ვ. გაბესკირიას „უფსკრულიდან“), თამარი (რ. თაბუკაშვილის „რას იტყვის ხალხი“), მაშიკო (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), როზალია (ა. შირვანზადეს „პატიოსნებისათვის“), თამარი (გ. ქელბაქიანის „სევდიანი რომანი“), ფროსია (ფ. მინკოს „გვარს არ ვასახელებ“) და სხვ. შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე ფილმებში: „უდიპლომო სასიძო“ (რეჟ. ლ. ხოტივარი,1961), „მოიტაცეს თამარ ქალი“ (რეჟ. ლ. გორდელაძე, 1971), „ქვევრი“ (მარო, რეჟ. ი. კვირიკაძე, 1970) და სხვ.
ნ. ბლიაძე