ლეჟავა დიმიტრი იუზას ძე (დ. 29. XI. 1955, ქ. ვალე, ახლანდ. ახალციხის მუნიციპალიტეტი), ბრიგადის გენერალი (2003). დაამთავრა სტუ (1978), სახელმწ. უშიშროების კომიტეტის უმაღლესი კურსები (1984). 1983–94 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. უშიშროების ორგანოებში, 1994–96 – სახელმწ. დაცვის სპეც. სამსახურში, 1996–98 ეროვნ. უშიშროების საბჭოს აპარატში. 1998 იყო საქართვ. თავდაცვის სამინისტროს კადრების დეპარტამენტის უფროსი. 2004-იდან თადარიგშია.