ლეჟავა ზურაბ პლატონის ძე

ზ.ლეჟავა

ლეჟავა ზურაბ პლატონის ძე (7. VII. 1925, თბილისი, – 19. II. 2011, იქვე), მხატვარი (გრაფიკოსი, ფერმწერი). საქართვ. სახ. მხატვარი (1988). დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამხატვრო აკადემიის დაზგური გრაფიკის განყ-ბა (1950). 1960-იდან იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას, იყო სამრეწველო გრაფიკის კათედრის გამგე (1970–90); დაზგური გრაფიკის კათედრის პროფესორი (1989-იდან), საქართვ. მხატვართა კავშირის თავ-რე (1962–70), სსრკ მხატვართა კავშირის მდივანი (1968–72).

ძირითადად მოღვაწეობდა გრაფიკის დარგში, ასევე ქმნიდა ფერწერულ ტილოებს. ძირითადი ნამუშევრები: დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვლის“ ილუსტრაციები (1962); გრაფიკული სერია „ძველი თბილისი“ (1962–99); „დრეზდენი“ (1962, შ. ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმი), „რიონის ხეობა“ (1963, დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეა), „სერია სვანეთი“ (1970– 81, კერძო საკუთრება) და სხვ. არქიტ. გ. ჩახავასთან და მხატვრებთან – ნ. მალაზონიასა და ზ. კაპანაძესთან ერთად მონაწილეობდა ე. წ. „ფუნქციური სკულპტურების“ შექმნაში; მათთან ერთად დააპატენტა ახალი დეკორ. მასალა, ე. წ. მინიკრისტალიტი, რ-იც მონუმენტურ პანოებში გამოიყენეს.

ლ. გადაღებულია ცნობილ მხატვრულ ფილმებში: „არსენა“, „გიორგი სააკაძე“, „ქეთო და კოტე“, „მწვერვალთა დამპყრობნი“, „მალახოვის ყორღანი“, „წიგნი ფიცისა“. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998), ლ. გრიგოლიას სახ. პრემიის ლაურეატი (1998), თბილისის საპატიო მოქალაქე (2002). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

თ. გერსამია