ლესალე

ლესალე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯგალის თემი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდ. ჭანისწყლის (ხობისწყლის მარცხ. შენაკადი) ხეობაში. წალენჯიხიდან 8 კმ, ზუგდიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 30 კმ. ზ. დ. 280 მ, 169 მცხ. (2014).

სოფელში შემორჩენილია XV–XVI სს. ციხე-დარბაზის ნანგრევები. ძველად ლ. ჯგალის ერთ უბანს წარმოადგენდა, ამიტომ ლ-ს ციხე წყაროებში ჯგალის ციხის სახელითაა მოხსენიებული.

თ. ბერაძე