ლესელიძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე

ლესელიძე ვიქტორ ნიკოლოზის ძე (7. I. 1907, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 28. VI. 1944, სოფ. ვიდლიცა, რფ), საბჭოთა კავშირის გმირი (21.VII. 1944), პოდპოლკოვნიკი (1943). გენ.-პოლკ. კ. ლესელიძის ძმა. 1929 დაამთავრა თბილ. საარტ. სასწავლებელი. მეთაურობდა ბატარეას, დივიზიონს, საარტ. პოლკს, მონაწილეობდა სსრკ-ფინეთის ომში (1939–40). II მსოფლიო ომის (1939–45) დროს მეთაურობდა 619-ე ნაღმმტყორცნელთა პოლკს. 1944 წ. 28 ივნისს სოფ. ვიდლიცასთან ბრძოლაში მეთაურობდა იერიშზე გადასულ ქვედანაყოფებს. დაიღუპა გმირულად. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.

ლიტ.: Герои Советского Союза, т. 1, М., 1987.

ტ. ჩინჩილაკაშვილი