ლესელიძე

ლესელიძე, სოფელი აფხაზეთის არ-ის გაგრის მუნიციპალიტეტში, შავიზღვისპირა დაბლობზე, მდ. ფსოუს მარცხ. ნაპირზე, რუსეთის საზღვართან. გაგრიდან 18 კმ, სოხუმი–სოჭის საავტომობილო და სარკინიგზო ხაზზე. ზ. დ. 20 მ. ლ-ის ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი და ცხელი ნოტიო ზაფხული. იანვრის საშ. ტემპ. – 5,5 ºC, აგვისტოსი – 23,4  ºC. ნალექები – 1250 მმ.

ლ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

სოფელში იდგა კ. ლესელიძის ძეგლი, რ-იც საზეიმოდ გაიხსნა 1975 წ. 9 მაისს (მოქანდაკე ს. კაკაბაძე). აფხაზეთის ომის შემდეგ, სხვა ქართველთა ძეგლებთან ერთად, აიღეს.