ლედერერის ცრუკუდა (Pseudothecla ledereri Boisduval, 1848), პეპელა ცისფერასებრთა ოჯახიდან (Lycaenidae). იშვიათი ენდემია. გავრცელების არეალია ცენტრ. კავკასია. საქართველო არეალის უკიდურესი ჩრდ. საზღვარია, სადაც გვხვდება ლოკალურად და იშვიათად. ტიპური ადგილსამყოფელია აღმ. საქართვ. არიდული რ-ნები, მთისწინეთის ქსეროფიტები, ნათელი ტყეები და მშრალი სტეპები, ზ. დ. 300–500 მ-იდან – 1800–1900 მ-მდე.
ლ. ც-ს ფრთების შლილი – 22–26 მმ, საერთო ფონი – მუქი მურა. უკანა ფრთები თავდება პატარა „კუდით“. ფრთების უკანა მხარე მურაა, მოვერცხლისფრო ანარეკლით, თეთრი ვიწრო არშიით და პარალელურად განლაგებული თეთრარშიიანი შავი თვალაკებით. წელიწადში იძლევა ერთ თაობას. ფრენს დღისით, მაისიდან ივნისის ჩათვლით, მთებში – ივლის-აგვისტოში (ლაგოდეხი). კვერცხდება და მატლების კვება მიმდინარეობს გლერძაზე (Astragalus). ზამთრობს ჭუპრი.
ე. დიდმანიძე