ლაფერაშვილი ვიქტორია ვასილის ასული

ლაფერაშვილი (კაპიცა) ვიქტორია ვასილის ასული (27. I. 1949, თბილისი, – 4. XI. 2021, იქვე), ბალეტის მოცეკვავე. საქართვ. დამს. არტისტი. 1968 დაამთავრა თბილ. ქორეოგრ. სასწ. (პედ. თ. ვიხოდცევა, ვ. ჭაბუკიანი). 1968-იდან იყო თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრ. საბალეტო დასის სოლისტი. ლ-მა სხვადასხვა სპექტაკლებში განასახიერა შემდეგი როლები: ირემა, ნატაშა (დ. თორაძის „გორდა“, „მშვიდობისათვის“); ოფელია, კრეუსი (რ. გაბიჩვაძეის „ჰამლეტი“, „მედეა“); ნიმფა (ს. ცინცაძის „ანტიკური ესკიზები“); ზამთარი (ა. ვივალდის „წელიწადის დრონი“); შველი (ბ. კვერნაძის „მხატვრის სახელოსნოში„); ჟიზელი (ა. ადანის „ჟიზელი“); ჯულიეტა (პ. ჩაიკოვსკის „რომეო და ჯულიეტა“); ჰასინტა (ა. კრეინის „ლაურენსია“) და სხვ.

მიღებული აქვს სიგელები და პრიზები.

ლიტ.: ნადარეიშვილი ლ., ქართული ბალეტი, თბ., 2010.

რ. ქუთათელაძე

მ. ჯაფარიძე