მაჭავარიანი იოსებ სიმონის ძე

ი. მაჭავარიანი

მაჭავარიანი იოსებ სიმონის ძე (22. III.1920, სიღნაღი, − 3. III. 1976, თბილისი), მეან-გინეკოლოგი; მედ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1970).

1941, მეორე მსოფლიო ომის დროს, თბილ. სამედ. ინ-ტის სტუდენტი გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში (ე.წ. სასწრაფო გამოშვებით). ომის დასრულებამდე იმყოფებოდა ფრონტზე, 1946 კი კვლავ განაგრძო სწავლა სამედ. ინ-ტში, რ-იც 1947 დაამთავრა. 1947–57 თბილ. სამეანო სკოლაში მუშაობდა სასწ. ნაწილის გამგედ და მეანობა-გინეკოლოგიის პედაგოგად, 1957–62 − უფრ. მეცნ. მუშაკად, 1962–70 − სამეანო განყ-ბის ხელმძღვანელად. 1970 – 74 იყო თსსი-ის პედიატრიული, სან-ჰიგიენ. და სტომატ. ფაკ-ტების კათედრის პროფესორი, 1974−76 კი − ამავე კათედრის გამგე.
მ. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი ( მ. შ. 4 მონოგრაფია), რ-ებიც ეხება თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონულ გავლენას ქალის ორგანიზმზე; სასქესო ჰორმონის ფიზიოლოგიურ-პათოლოგიურ ზეგავლენას ორსულ ქალზე. საშვილოსნოს ჰიპოატონიას, როგორც მშობიარობის სისხლდენის მიზეზს და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: ადენოკორტიკოტროპული ჰორმონის და კორტიზოლის გავლენა თირკმელზედა ჯირკვლის ქერქზე ორსულობის დროს, თბ., 1959; თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციური მდგომარეობა ფიზიოლოგიური ორსულობის და ორსულთა ტოქსიკოზის დროს, თბ., 1966.