მაზაში

მაზაში, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ლენტეხის მუნიციპალიტეტში (ხოფურის თემი), მდ. ცხენისწყლის მარჯვ. ნაპირზე, ზ. დ. 720 მ, ლენტეხიდან – 11 კმ. 48 მცხ. (2014). სოფელზე გადის ლენტეხი – ცაგერი – ქუთაისის მთავარი საავტომობილო მაგისტრალი.