მაზერი

მაზერი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ბეჩოს თემი), მდ. დოლრაჭალის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში, ზ. დ. 1660 მ, მესტიიდან 25 კმ. 159 მცხ. (2014). მესტიასთან დაკავშირებულია გულის უღელტეხილით (2925 მ). სოფლის მახლობლად გამოედინება მინერ. წყარო „შიხრა“.