მათარა

მათარა, პატარა სამგზავრო წყლის ჭურჭელი, რომელსაც იკიდებენ ქამარზე. დ. ჩუბინაშვილის განმარტებით, მ. ნატისაგან შეკერილი სამგზავრო სასმისია. იყენებდნენ საქართვ. სხვადასხვა კუთხეში. თუშები მ-ს კოჩხოს უწოდებდნენ და მას მეცხვარეები ხმარობდნენ. მ. ერქვა აგრეთვე ქამარზე დასაკიდ ტყავის ჭურჭელს, რ-საც ამზადებდნენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უკანა ფეხის სადრეკის ტყავისგან. მ. ამჟამად ხის, ლითონის ან მინისაა და მოთავსებულია ტყავის ან ქსოვილის ბუდეში. ქართლში მ-ს უწოდებდნენ მარცვლეულისა და ხილის შესანახ ხის ქერქისგან დამზადებულ ჭურჭელს.