„მათრახი“

„მათრახი“, ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი. დაარსდა 1908 თბილისში. მე-6 ნომრის გამოსვლის შემდეგ „მ.“ დაიხურა. 1912 ივნისში ჟურნალის გამოცემა განახლდა, მაგრამ სამი კვირის შემდეგ ადგილ. ხელისუფლების განკარგულებით კვლავ აიკრძალა. მისი აღდგენა შესაძლებელი გახდა 1913 ივლისში; გამოდიოდა 1916 აპრილამდე. რედ.-გამომცემლები – ბ. ბოლქვაძე (1908–12), თ. ბოლქვაძე (1913–16). ჟურნალთან თანამშრომლობდნენ მწერლები: ნ. კალანდაძე, ნ. ზომლეთელი (ნ. ქურიძე), ვ. მალაქიაშვილი, მ. ლელაშვილი, ნ. ჩხიკვაძე, გ. ქუჩიშვილი, ვ. რუხაძე და სხვ.; მხატვრები: ო. შმერლინგი, შ. ქიქოძე, ვ. კილაძე და სხვ.