„მათრახი და სალამური“

„მათრახი და სალამური“, ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი; გამოდიოდა 1909–10 თბილისში. რედ.-გამომცემლები – ე. ტურაბელიძე (1909, №№1–29; №№1–24); ნ. სულხანიშვილი (1910, №№15–34), გამომცემელი – პ. ომიაძე. ჟურნალთან თანამშრომლობდნენ მწერლები: ნ. აზიანი, ნ. კალანდაძე, ნ. ზომლეთელი (ნ. ქურიძე), იასამანი (მ. კინწურაშვილი), ტ. რამიშვილი და სხვ.; მხატვრები: ო. შმერლინგი, ზ. ზაზიაშვილი, ა. გოგიაშვილი, შ. ქიქოძე და სხვ.