მათურა

მათურა, სოფელი მცხეთა–მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (უკანა ფშავის თემი), თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთ. ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მათურხევის (ფშავის არაგვის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. ზ. დ. 1840 მ, დუშეთიდან 70 კმ. 2014 მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.