მათური

მათური, უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 2800 მ. მ. ერთმანეთთან აკავშირებს ხევსურეთის არაგვისა და ფშავის არაგვის ხეობებს. უღელტეხილი აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებითა და კირქვებით. მთის კალთები დაფარულია ალპ. მდელოებით.