მათხოჯის ბრძოლა 1789, ბრძოლა იმერეთის სამეფო ტახტისათვის. 1788 იმერეთის მეფე დავით II-მ ოდიშზე გაილაშქრა და იქიდან გააძევა გრიგოლ დადიანი, რ-იც ლეჩხუმში გაიქცა. ოდიშის ფეოდალებმა გრიგოლს დაუჭირეს მხარი. მან დახმარება სთხოვა ერეკლე II-ს. ერეკლემ ჯარით გაგზავნა სოლომონ I-ის ძმისწული დავით არჩილის ძე, რ-მაც ლეჩხუმში ცოლად შეირთო გრიგოლ დადიანის და მარიამი. 1789 მათხოჯთან ოდიშისა და ქართლის ჯარმა დაამარცხა დავით II-ის მომხრეები. გამარჯვებულებმა ქუთაისი აიღეს. დავით II-მ ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი. იმერეთში სოლომონ II-ის სახელით დავით არჩილის ძე გამეფდა.
წყარო: დადიანი ნ., ქართველთ ცხოვრება, შ. ბურჯანაძის გამოც., თბ., 1962.
ქ. ჩხატარაიშვილი