მაილი

მაილი, მთა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთ. ქედის გვერდით, ხოხის ქედზე, მწვ. ჯიმარასა და მყინვარწვერს შორის. სიმაღლე ზ. დ. 4506 მ. მთა აგებულია დიორიტებითა და დიაბაზებით. კარგადაა გამოხატული თანამედროვე გამყინვარება. დამახასიათებელია სუბნივალური ლანდშაფტი. მთისკენ მიმავალი გზა იწყება მდ. თერგის სათავეებიდან.