მაისურაძე დავით (ავთო) ესტატეს ძე

მაისურაძე დავით (ავთო) ესტატეს ძე (10. I. 1936, სოფ. წედისი, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 10. VI. 1993, თბილისი), გენერალ-მაიორი (1993), ამიერკავკასიის სამხ. ოლქის დაზვერვის უფროსის მოადგილე (1984–87), საქართვ. რესპ. თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უფროსის მოადგილე, უფროსი (1991–92), საქართვ. შეიარაღებული ძალების მთ. შტაბის დაზვერვის უფროსი (1992–93), შეიარაღებული ძალების სარდლის პირველი მოადგილე, შტაბის უფროსი (1993).

გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოებულია ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენით (1993).

ლ. დოლიძე