მაისურაძე ლევან შალვას ძე (დ. 10. I. 1966, თბილისი), პოლიციის გენერალ-მაიორი (2003). საქართვ. შსს დამს. მუშაკი (2003). დაამთავრა ყაზანის სახელმწ. უნ-ტის იურიდ. ფაკ-ტი (1990), გაიარა ევროკავშირის საერთაშ. სამართლის პროგრამა (1994, გერმანია), ტრანსნაციონალური საგამოძიებო სემინარი (2001; ვაშინგტონი, აშშ). მუშაობდა საქართველოს გენ. პროკურატურაში (1991–95), იყო საქართვ. შსს შიდა ქართლის სამხარეო შს მთ. სამმართველოს უფროსის მოადგილე კრიმინალური პოლიციის ხაზით (1995–2000), ინტერპოლის ეროვნ. ბიუროს უფროსი (2001–02), თბილისის შს მთ. სამმართველოს უფროსი (2002–04).
დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III (2001) და II (2004) ხარისხის ორდენებით.
ლ. დოლიძე