მაკრატელა

მაკრატელა, მაკრატელთანა, მთა თუშეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე, მდ-ების – პირიქითა ალაზნისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედზე. სიმაღლე ზ. დ. 3106 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით, კალთები დამრეცი და ნაწილობრივ კლდოვანია. შემოსილია სუბალპ. და ალპ. მდელოებით.

ლ. მარუაშვილი