მალაზონია ენვერ სევერიანის ძე (6. VII. 1933, თბილისი, − 20. IV. 2002, იქვე), ინჟინერი. დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტის ელექტროტრანსპორტის ფაკ-ტი (1956). 1977-იდან იყო სამრეწვ. გაერთიანება ,,საქჩაის“ უფროსი. დაბალხარისხიანი ნედლეულისაგან ჩაის თხევადი კონცენტრატებისა და გამამხნევებელი სასმელების წარმოების ტექნოლოგიური კვლევის, დამუშავებისა და სამრეწველო ათვისებისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია (1982). მიღებული აქვს სხვა სახელმწ. ჯილდოებიც.