მალიშევი სერგეი ივანეს ძე [12 (25). IX. 1906, ბოლშოე გრიბოვო, ახლანდ. მოსკოვის ოლქი, – 1971, სუმგაიტი, ახლანდ. აზერბაიჯანის რესპ.], ინჟინერ-მეტალურგი, სტალინური პრემიის ლაურეატი (1943), საქართვ. დამს. ინჟინერი (1961). დაამთავრა მოსკოვის ფოლადის ინ-ტი (1932). 1932–49 მუშაობდა ზლატოუსტის მეტალ. ქ-ნაში მთავარ ინჟინრად. 1959–57 მივლინებული იყო ჩინეთსა და ჩეხოსლოვაკიაში. იყო რუსთავის მეტალ. ქ-ნის მთ. ინჟინერი (1957–62). 1962 მ-ს სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა ლენინური პრემია რუსთავის მეტალ. ქ-ნის მილსაგლინ აგრეგატ ,,400-ის“ მექანიზაციისა და ავტომატიზაციისათვის. არის გამოგონებების ავტორი.