მალუჯათი

მალუჯათი, მიწაზე დაწესებული გადასახადი „ყიზილბაშობის“ დროს. შეესატყვისებოდა ოსმალურ ხარაჯას (იხ. აგრეთვე მალი).

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; სპარსული ისტორიული საბუთები საქართველოს წიგნთსაცავებში, წგ. 1, ნაკვ. 1, ვ. ფუთურიძის გამოც., თბ., 1961.

დ. მეგრელაძე