მამათი

მამათი, სოფელი გურიის რეგიონის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, გურიის სერის სამხრეთ კალთაზე. თემის ცენტრი (სოფლები: მ, კონჭკათი, ქვედა მამათი, შათირი), ზ. დ. 280 მ, ლანჩხუთიდან 16 კმ. 254 მცხ. (2014). სოფელზე გადის ლანჩხუთი–ოზურგეთის საავტომობილო გზა. სახელწოდება სოფელმა მიიღო აქ არსებული მამათა მონასტრის გამო.

სოფელში დგას წმ. გიორგის ეკლესია.

ლ. მარუაშვილი