მამაიაშვილი თომა იორდანეს ძე

მამაიაშვილი თომა იორდანეს ძე (25. XII. 1892, სოფ. ვაქირი, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპალიტეტი, – 13. XII. 1952, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1946). 1917 დაამთავრა ხარკოვის ვეტ. ინ-ტი. 1918–30 სპეციალობის მიხედვით ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა. 1937-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. ზოოტექ. ვეტ. ინ-ტის ზოოჰიგიენისა და ვეტ. საფუძვლების კათედრის გამგე. შეისწავლა ცხოველთა სადგომში ამიაკის შემცველობის საკითხები, ქვეშსაფენად თაბაშირიანი მერგელის გამოყენების ზოოჰიგიენური მნიშვნელობა და სხვ. არის 3 სახელმძღვანელოსა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

კ. კაპანაძე