მამამთავრიშვილი დავით გრიგოლის ძე

დ. მამამთავრიშვილი

მამამთავრიშვილი დავით გრიგოლის ძე (30. V. 1905, თბილისი, – 9. VI. 1980, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1941), პროფესორი (1945), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1955).

1929 დაამთავრა თსუ-ის – სამედ. ფაკ-ტი; 1942–50 მუშაობდა ამიერკავკასიის ფრონტის, შემდეგ – ამიერკავკ. სამხ. ოლქის მთ. ქირურგად. 1950–53 იყო თსსი-ის პრორექტორი, 1953–54 – თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის რექტორი, 1954-იდან – ამავე ინ-ტის ქირურგიის II კათედრის გამგე, პარალელურად – საქართვ. ჯანდაცვის მინისტრი (1954–59).

მ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, რ-ებიც ეხება სისხლძარღვთა, სანაღვლე გზების, ნაწლავების, ჩიყვისა და მწვავე მუცლის ქირურგიულ მკურნალობას, ანესთეზიოლოგიისა და ქირურგ. ენდოკრინოლოგიის აქტუალურ საკითხებს და სხვ.

თხზ.: მუცლის მწვავე ქირურგიულ დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა, თბ., 1956; ფილტვის კიბო, თბ., 1962; Болезни вен, М., 1964.