მამამთავრიშვილი ოთარ გრიგოლის ძე

ო. მამამთავრიშვილი

მამამთავრიშვილი ოთარ გრიგოლის ძე (11. X. 1924, თბილისი, – 16. II. 1996, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1969), პროფესორი (1973), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1984), სამედ.-ბიოლ. აკადემიის ნამდვილი წევრი (1994).

1948 დაამთავრა თსსი. იყო საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთ. ქირურგი (1976–79), თბილ. ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ქირურგიის I კათედრის გამგე (1980–96).

მ-მა კლინიკურ პრაქტიკაში დანერგა ორიგინ. ოპერაციული მეთოდები კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, ღვიძლსა და ელენთაზე. აღსანიშნავია ექსტრაპერიტონიზაციის მეთოდი, რ-ითაც ხდება ინფექციის შესაძლო კერის იზოლაცია პერიტონეუმის ღრუდან, რაც პერიტონიტის პრევენციის ძირითადი პირობაა და სხვ.

მ. იყო საქართვ. ქირურგ. სამეცნ. საზ-ბის გამგეობისა (1976–79) და ბელორუსის სამეცნ. ქირურგ. საზ-ბის საპატიო (1978) წევრი. აკად. გ. მუხაძის სახ. ქირურგ. საზ-ბის თავ-რე (1994–96).

მ. არის სამეცნ. ნაშრომების, მ. შ. გამოგონებებისა და რაციონალიზატორული წინადადების ავტორი.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.