მამასახლისოვი ვაგან ივანეს ძე [22. XI (5. XII). 1907, თბილისი, – 19. VI. 1972, იქვე], ფიზიკოსი, საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1944). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1966). დაამთავრა თსუ-ის მათემატიკის ფაკ-ტი (1930). ხელმძღვანელობდა თსუ-ის თეორ. ფიზ. კათედრას (1937-იდან), საქართვ. მეცნ. აკად. ფიზ. და გეოფიზ. ინ-ტის თეორ. ფიზ. განყ-ბას (1941-იდან), ფიზ. ინ-ტის ატომბირთვის თეორ. ლაბორატორიას (1964).
მ-ის შრომები ძირითადად ეხება ატომბირთვის თეორიას. მან საფუძველი ჩაუყარა და შემდგომ მოწაფეებთან ერთად განავითარა ატომბირთვის ე. წ. ნუკლონთა ასოციაციების, ანუ კლასტერული მოდელი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: თეორიული ფიზიკა, თბ., 1967 (თანაავტ. გ. ჭილაშვილი); კვანტური მექანიკა, თბ., 1969 (თანაავტ.: ი. ვაშაკიძე, გ .ჭილაშვილი); Избранные труды, Тб., 1976.
ლიტ.: ჭილაშვილი გ., ვაგან მამასახლისოვი, თბ., 1968.
გ. ჭილაშვილი