მამაცაშვილი კონსტანტინე იოსების ძე (26. I. 1849, თბილისი, – 1908-ის შემდეგ), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1907). დაამთავრა მოსკოვის პირველი სამხ. გიმნაზია (1866) და საარტილერიო სამხ. სასწავლებელი (1868). 1872-იდან მსახურობდა მე-16 გრენადერთა მინგრელსკის პოლკში. რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომის მონაწილე. მეთაურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადის I ბატარეას (1893–1895), მე-6 მორტირთა საარტილერიო პოლკს (1901–04), მე-5 მორტირთა საარტილერიო დივიზიონს (1905–07), აღმ. ციმბირის მე-9 მსროლელ საარტილერიო ბრიგადას (1907–08).
მ. გოგიტიძე