მამაცაშვილი ქაიხოსრო (ქრისტეფორე) იოსების ძე (5. IV. 1839, სოფ. რუისი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 11. IV. 1909, თბილისი), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1900). ჯარში მსახურობდა 1857-იდან. იყო რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) მონაწილე, მაიკოპის მაზრის სამხ. უფროსი (1878–87), კავკასიის გრენადერთა საარტილერიო და 34-ე საარტილერიო ბრიგადებში მე-2 მსროლელი საარტილერიო დივიზიონის მეთაური (1887–1900).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ლ. დოლიძე