მამაცაშვილი–ბადრიძე მელანია (დ. და გ. წლები უცნობია), მწერალი. მოღვაწეობდა XIX ს. 50-იან წლებში. ცხოვრობდა სოფ. რუისში (ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი), შემდეგ – გორსა და თბილისში. დაწყებითი განათლება მიიღო ოჯახში, შეისწავლა რუს. ენა., მ.-ბ-ის დაუმთავრებელი მოთხრობის „კატო და ანას“ რუს. თარგმანი დაიბეჭდა ალმანახ „ზურნაში“ (1855). მოთხრობა ასახავს იმდროინდელ საზ. ყოფას. მისი ნაწარმოებები გამოირჩევა მოვლენათა რეალისტური ასახვით. გაზ. „კავკაზის“ რედაქტორმა ე. ვერდერევსკიმ მ.-ბ-ს მიუძღვნა წერილი (1854, № 59), რ-საც ერთვის მწერლის ავტობიოგრაფიის ფრაგმენტები.
ლიტ.: კოტეტიშვილი ვ., რჩეული ნაწერები ორ წიგნად, წგ. 1, თბ., 1965; ღამბაშიძე ნ., ქალთა ლიტერატურულ-პუბლიცისტური მოღვაწეობა XIX საუკუნეში, თბ., 2020; ხუციშვილი ს., ლიტერატურულ-კრიტიკული ნარკვევები, თბ., 1969.
ს. ხუციშვილი