მამედლი იმირ მამედის ძე [დ. 7. VIII. 1957, სოფ. ფაშიანი (ახლანდ. კალოუბანი), კასპის მუნიციპალიტეტი], აზერბაიჯანელი მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1998). 1980 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. იმავე წლიდან მუშაობა დაიწყო საქართვ. სახელმწ. ტელე-რადიო კომიტეტში, ასევე – გაზ. „სოვეტ გურჯისტანის“ რედაქციაში. 1992–96 იყო საქართვ. პრეზიდენტის კონსულტანტი და მრჩეველი; 1996–2000 – საქართვ. პარლამენტის ეროვნ. ბ-კის, შემდეგ კი – რეგიონული პოლიტიკისა და ადმ. სამსახურის უფროსის მოადგილე. ამჟამად მ. ცხოვრობს და მოღვაწეობს აზერბაიჯანში (ბაქო). არის აზერბ. მწერალთა კავშირის საქართვ. განყ-ბის თავ-რე.
მ. წერს, როგორც აზერბაიჯანულ, ისე ქართულ ენაზე. მისი სამეცნ.-პუბლიც. და მთარგმნელობითი მოღვაწეობა ასახულია ოცზე მეტ წიგნსა და პუბლიც. სტატიაში. მან აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, ვაჟა-ფშაველას „ალუდა ქეთელაური“ და „სტუმარ-მასპინძელი“, გ. ფანჯიკიძის „თვალი პატიოსანი“, ჯ. ჩარკვიანის, მ. ფოცხიშვილის ლექსები და სხვ.
მ. არის ი. მაჩაბლის სახ. პრემიის ლაურეატი (1997). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1998).
თხზ.: ჩვენი ესპერანტო. აზერბაიჯანულ-ქართული საზიარო სიტყვები, თბ., 2002; ნოველები, თბ., 2002; ფიქრთაღრიცხვა (ლექსები), თბ., 2003; 100 ლექსი, თბ., 2013; ქემალ აბდულლა, თბ., 2019.