მამეიშვილი მანუჩარ გერონტის ძე (15. VIII. 1929, სოფ. ბახვი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, – 26. XI. 1996, თბილისი), ინჟინერი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1982) დაამთავრა მოსკოვის საინჟ.-სამშენებლო ინ-ტის სამრეწვ. და სამოქალაქო მშენებლობის ფაკ-ტი. იყო მახარაძის (ოზურგეთი) ნატურალური ჩაის კონცენტრატების კომბინატის დირექტორი (1980-იდან). დაბალხარისხიანი ნედლეულისაგან ჩაის თხევადი კონცენტრატებისა და გამამხნევებელი სასმელების წარმოების ტექნოლ. კვლევის, შემუშავებისა და სამრეწვ. ათვისებისათვის სპეციალისტების ჯგუფთან ერთად მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია.