მამია II გურიელი (გ. 1625), გურიის მთავარი 1600–25, გიორგი II გურიელის ძე. თავდაპირველად ცოლად ჰყავდა ათაბაგის, შემდეგ კი – კახთა მეფე თეიმურაზ I-ის ასული. ამ ნათესაურმა კავშირებმა და ოსმ. საშინაო კრიზისმა განაპირობა გურიის სამთავროს გაძლიერება. ამ დროს მ. II გ. მეფედაც კი იწოდებოდა. 1609 მან, ოსმალების განდევნის შემდეგ, აჭარა გურიის სამთავროს შეუერთა. გურიელს მხარს უჭერდა ოდიშის მთავარი. ამას მოჰყვა ომი ოსმალეთთან. ოსმალეთმა ეკონ. ბლოკადით აიძულა მ. II გ. ზავი დაედო (იხ. გურია-ოსმალეთის ხელშეკრულება 1614). გურიელმა აჭარა დაკარგა და ხარკიც დაეკისრა. აქტიურად მონაწილეობდა ქართვ. მეფე-მთავართა ანტიირან. კოალიციაში. 1618 მ. II გ-მა რუს. მეფეს სთხოვა მფარველობაში მიღება, მაგრამ უშედეგოდ. მოკლა შვილმა სიმონმა.
ქ. ჩხატარაიშვილი