მამია II დადიანი (გ. 1414), ოდიშის ერისთავი 1396–1414, ვამეყ I დადიანის ძე. აქტიურად ეხმარებოდა საქართვ. მეფე გიორგი VII-ს საქართვ. სამეფოს ერთიანობის განმტკიცებაში, რისთვისაც ამ უკანასკნელისაგან მიიღო ცხუმის საერისთავო. 1414 ილაშქრა აფხ. ერისთავის წინააღმდეგ და ბრძოლაში დაიღუპა.
წყარო და ლიტ. იხ. სტ-თან მამია I დადიანი.
თ. ბერაძე